შეთანხმება მსოფლიო ბანკთან

პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. მსოფლიო ბანკმა 85 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი გამოყო. შესაბამის დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრსა და მსოფლიო ბანკს შორის დღეს მოეწერა. პროექტის განხორციელებას ზედამხედველობას ეკონომიკის სამინისტრო გაუწევს.