შეთანხმება მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის

19-დღიანი პროტესტი დასრულებულია – ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შედგა. შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს.

საქართველოს პროფესიული კავშირების ჩართულობით, პირველი იანვრიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით, დასაქმებულებს ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით, დაემატებათ 100%-იანი ხელფასის 5% იმ 60%-იან ხელფასზე, რომელზეც თებერვლიდან მუშაობდნენ. პირველი ივლისიდან კი დამატებით 6,9 %. ხოლო, თუ ინფლაცია ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, საკითხი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება. მოთხოვნილ დანარჩენ 13 პუნქტზე კი დამსაქმებლის მხრიდან ძალაში რჩება პრინციპული თანხმობა, პრობლემური საკითხების განსახილველად, შეიქმნას ერთობლივი კომისია.