შეთანხმება გრენლანდიის საკითხზე

21:15, 19.09.2026

დონალდ ტრამპის ახდენილი ოცნება. აშშ-ის პრეზიდენტს მეორე ვადის განმავლობაში ხისტი განცხადებები, სამხედრო ძალის გამოყენების მუქარა, ტერიტორიის შეძენის ინიციატივა და ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასჭირდა იმისთვის, რომ დანიასთან გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმებისთვის მიეღწია.

ტრამპის შეფასებით, ეს გახლავთ უვადო ხელშეკრულება, რომლის ოფიციალური ხელმოწერაც მომავალ კვირას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იგეგმება. წყაროების ცნობით, დოკუმენტის პირობები ძალაში დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გრენლანდია მომავალში დამოუკიდებლობას მოიპოვებს.

შეთანხმების მიხედვით, ვაშინგტონს გრენლანდიის უსაფრთხოებაზე მუდმივი კონტროლის უფლება ენიჭება; შესაბამისად, ნებისმიერ სხვა ქვეყანას ვაშინგტონის ოფიციალური წერილობითი თანხმობის გარეშე, რეგიონში სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება, თუ სტრატეგიული ინვესტირება ეკრძალება.

სანამ ტრამპი მიღწეული შედეგით ამაყობს, დანიის ხელისუფლება შედარებით თავშეკავებულ პოზიციას ინარჩუნებს. თავად გრენლანდიაში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტში მათი ძირითადი მოთხოვნები და „წითელი ხაზები“ სრულად არის გათვალისწინებული.

რა იქნება ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური ფასი მხარეებისთვის იმ ფონზე, როდესაც აშშ-ს არაფერი დაუხარჯავს, საბოლოოდ ხელშეკრულების ტექსტის გასაჯაროების შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი