შეთანხმება გრენლანდიის საკითხზე
ამერიკამ და დანიამ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმება შტატებს ანიჭებს „მუდმივ კონტროლს – უსაფრთხოებასა და ყველა სხვა საჭიროებაზე“. დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი შეთანხმება „აძლიერებს უსაფრთხოებას არქტიკასა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონში“.
თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ამერიკისთვის „არანაირ ხარჯებთან“ არ არის დაკავშირებული და მას შესაძლებლობას აძლევს, გააკეთოს „ის, რაც საჭიროა“ გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეთანხმებას მომავალ კვირას, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მოაწერენ ხელს. მისივე თქმით, დოკუმენტი ერთდროულად „ცნობს სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას“.