შეთანხმება ბათუმის მერიასა და გარემოვაჭრეებს შორის

გარემოვაჭრეებსა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ  მერიის მრჩეველთა საბჭოსთან გამართული შეხვედრიდან გამოსულებმა განაცხადეს. მერია 160-მდე მოვაჭრისთვის ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჯიხურებს დადგამს, სადაც მათ საქმიანობის გაგრძელება შეეძლებათ.

გარემოვაჭრეებმა ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია დღეს განაახლეს. ისინი წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობის აღკვეთას აპროტესტებდნენ.