შეტაკებები საპროტესტო აქციაზე ვალენსიაში

ვალენსიაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები გამანადგურებელ წყალდიდობაზე მთავრობის არასაკმარის რეაგირებას აპროტესტებდნენ და ვალენსიის რეგიონის მთავრობის პრეზიდენტის, კარლოს მაზონის გადადგომას ითხოვდნენ. ვითარება ქალაქის მერიასთან გამწვავდა, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა სამართალდამცველებს სკამები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. მასშტაბურ საპროტესტო აქციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. აღმოსავლეთ ესპანეთში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას 217 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად 80-მდე მუნიციპალიტეტია დაზარალებული.