შეტაკება ლონდონში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის

ლონდონში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში პოლიციელის მიერ 33 წლის ქალის, სარა ევერარდის მკვლელობის გასაპროტესტებლად. დემონსტრანტებს შორის მოკლულის ნათესავები და ახლობლებიც იყვნენ. დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს.

სარა ევერარდი 3 მარტს გაუჩინარდა. პოლიციამ მისი ცხედარი გასულ კვირას, ტყეში აღმოაჩინა. მკვლელობის ბრალდებით, ლონდონის პოლიციის თანამშრომელი, 48 წლის მამაკაცია დაკავებული. მას გატაცებასა და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მოამბე