სადღესასწაულო წირვის შემდეგ, სინოდის წევრებმა კომენტარი პოლიტიკურ შერიგებასთან დაკავშირებით გააკეთეს. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ შერიგების იმედი არსებობს. ნაწილი კი ამბობს, ადამიანები ეკლესიასთან ახლოს უნდა იყვნენ, რაც შემდგომ ნათელ მომავალს უზრუნველყოფს. მეუფე ანდრიას განცხადებით, ეროვნული შერიგება საქართველოს ნამდვილად სჭირდება, თუმცა, ამისთვის საჭიროა პირველ რიგში სურვილი და შემდგომ სხვა თანმხლები ნაბიჯები. მისი თქმით, ეკლესია ყოველთვის ხელშემწყობია მსგავსი პროცესების.