ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, იყო თუ არა ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის ფაქტები. მისი ინფორმაციით, საუბარი შეიძლება იყოს 20 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე. მეუფის თქმით, თუ მსგავსი ფაქტები არსებობს, საქმე სამართალდამცველებმა უნდა შეისწავლონ. მეუფე ნიკოლოზი ასევე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საქართველოში პანსიონების დახურვა, ვინაიდან, შესაძლოა, ბავშვები ისევ ქუჩაში აღმოჩნდნენ. საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთა მეუფე სპირიდონმა. მეუფე იაკობის განცხადებით კი, თუ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, ყველაფერი უნდა იყოს გამოკვლეული და დამნაშავე დაისჯება.

მოამბე