„ქართული ოცნება“ არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს სოფელ ლესიჭინეში მომხდარი ფაქტის შესწავლას სთხოვს. მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის უფროსი ჯუმბერ იზორია პარტია „ახალის“ წარმომადგენელს ვახტანგ ლემონჯავას მისი კუთვნილი ავტომობილის დაზიანებაში ადანაშაულებს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ჯუმბერ იზორია და ფაქტის თვითმხილველები სამართალდამცავებმა გამოჰკითხეს.