გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ოფისი დაიწვა.
შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მისი ინფორმაციით, უცნობმა პირმა ოფისის ფანჯრებს ე.წ. მოლოტივის კოქტეილი ესროლა. მელიას შტაბის ხელმძღვანელი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. დაწყებულია გამოძიება.