ფოთში გარდაცვლილი 44 წლის ლელა ანჯაფარიძის ოჯახი, ფოთის კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს.
გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, საავადმყოფოში პაციენტი მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით შევიდა და მორიგე ექიმებმა ოპერაცია დაგვიანებით ჩაუტარეს. ამჟამად ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.
ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი შიდა მოკვლევის შედეგად გაეცემა.