შემთხვევა ფოთში

ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში დაშავებული მამაკაცები ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩებიან. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მეორე დაშავებული კი, უკეთესად არის. საავადმყოფოდან მას, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. შემთხვევა გუშინ, 10 აპრილს მოხდა. ქარხნის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანის საბურავი გასკდა, რის შედეგადაც ამავე საწარმოში დასაქმებული ორი მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი სხვადასხვა სახის დაზიანებებით ჯერ სენაკის, მოგვიანებით კი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანა.

მოამბე