მძიმე კადრები სამეგრელოდან: დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთისთვის დამაკმაყოფილებელია.
ჭყონდიდის და მარტვილის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას აივნის მოაჯირი ჩამოინგრა, შედეგად რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები მეორე სართულიდან გადაცვივდნენ და სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ეპარქიაში ახლაც დაძაბულობაა. მრევლის ნაწილი ითხოვს, ეპარქიის მმართველად დაბრუნდეს პეტრე ცაავა, რომელსაც ერთ წელზე მეტია, მღვდელმსახურების უფლება შეჩერებული აქვს. სასულიერო პირების დღევანდელ სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ეპარქიის ახალმა ხელმძღვანელმა, მეუფე სტეფანემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. სინოდის გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვრად ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს, მანამდე ის ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტი იყო.
ირმა ჭოლაძე არკვევს დაპირისპირების დეტალებს.