პერევისას დასახლებაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ახალი მაღაროს მშენებლობის სამუშაოების წარმოებისას, შელაპარაკება მოხდა.
ერთმანეთს ცვლის უფროსი და მუშა დაუპირისპირდნენ, რა დროსაც მუშამ ცვლის უფროსი დანით დაჭრა. ინციდენტს ადასტურებს პროფკავშირის წამომადგენელიც, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელი საჩხერის რაიონულ პოლიციაში მივიდა. მამაკაცი დაკავებულია.