ბათუმში, კობალაძის 15 ნომერში სატვირთო ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში ცხრა ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე მათგანმა მსუბუქი დაზიანება და დაჟეჟილობა მიიღო, ერთი კლინიკაშია გადაყვანილი. ლიფტი მესამე სართულიდან მოწყდა და იქ მყოფი ცხრავე პირი შახტაში ჩავარდა.
დაშავებულები პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მათ დასჯას მოითხოვენ.
22-სართულიანი სახლი დაუსრულებელია და მხოლოდ სატვირთო ლიფტი ფუნქციონირებს, რომელსაც კარი არ აქვს. მცხოვრებლები მომხდარში მშენებარე კომპანიას ადანაშაულებენ.