მკვლელობა თბილისში.
ვერაზე, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის ცენტრში 38 წლის ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი გოგონა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ადგილზე მივიდა სამი მამაკაცი. ისინი მოკლულსა და დაჭრილს გარკვეული მომსახურების გაწევას სთხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს და ტერიტორია დატოვეს. მოგვიანებით მამაკაცები დაბრუნდნენ სალონთან და ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენეს დაღუპულსა და დაჭრილს. როგორც მასაჟის ცენტრის თანამშრომელი ამბობს, დაღუპული საქართველოში ორი კვირის წინ ჩამოვიდა და მასაჟის ცენტრში აპირებდა მუშაობის დაწყებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108 განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.