აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღო. ხელისუფლების ოპონენტები ისევ არჩევნების გაყალბებასა და უსამართლოდ გაბათილებულ ოქმებზე საუბრობენ. უსკო-ს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ოპოზიციის ბრალდებები და პრეტენზიები უსაფუძვლოა და საარჩევნო კომისიამ კანონის სრული დაცვით იმოქმედა.
მერაბ წულუკიძე აშუქებდა სხდომას და დეტალებზე ახლა ის ისაუბრებს.