მოქალაქეობის არქონის საკითხებსა და „კარდაკარ“ მიმდინარე კამპანიის შედეგებზე იმსჯელეს სპეციალური ღონისძიების ფარგლებში. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა. მიზანი მოქალაქეობის არმქონე პირთა იდენტიფიცირებაა და საჭირო დოკუმენტირება იყო.
ღონისძიებას მთავრობის ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის ოფისისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.