თსუ-ში წლის შემაჯამებელი ღონისძიება შედგა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის შემაჯამებელი ღონისძიება შედგა. ლექცია გაიმართა თემაზე – „მიგრაცია: სამყარო, ადამიანი და ტვინი“; მოეწყო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული საფოსტო მარკის პრეზენტაციაც. მასზე გამოსახულია დიმიტრი ერმაკოვის მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა და გერბი.