ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა. შედეგების თანახმად, ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები – ხატია დეკანოიძე და სოსო ხახალეიშვილი დაუპირისპირდებიან. დეკანოიძემ არჩვენების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 43,33 %, ხახალეიშვილმა კი 41,45 % აიღო. რაც შეეხება საკრებულოს, „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 18 წევრი ყავს, 17 კი ოპოზიციურ პარტიებს.