შეკვეთილში მოშიმშილე აქტივისტმა ხათუნა ბერიძემ შიმშილობა შეწყვიტა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. აქციის დროს ის რამდენჯერმე გახდა შეუძლოდ. სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა.
შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-13 დღეა შიმშილობის აქცია მიმდინარეობს. მასში თავდაპირველად სამი პირი მონაწილეობდა. მოშიმშილეებს კარავი აქვთ გაშლილი. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.