საპროტესტო აქცია შეკვეთილში

შეკვეთილში საპროტესტო აქციები გრძელდება. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ადგილზე დასაწყობებულია ბრონირებული შუშები, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.

აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აბსურდულს უწოდებს კერძო საკუთრების, „ურეკი რეზიდენსის“ კომენდანტი. მისი განცხადებით, უკვე მესამე წელია, აკრილის მინები აღნიშნულ ადგილზეა დასაწყობებული. მისივე განცხადებით, ისინი სასტუმრო „პარაგრაფში“ აკვარიუმის მოსაწყობად შეიძინეს, თუმცა უვარგისი გამოდგა.