საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც სპეციალური შეხვედრა გაიმართა.
აკადემიის წევრები მხარდაჭერას უცხადებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და მეუფე პეტრე ცაავას განცხადებებს მიუღებელს უწოდებენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული.