შეხვედრები მარნეულში

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის დელეგატი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერი და მმართველი გუნდის წევრები მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მასშტაბით თემის ლიდერები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მმართველი გუნდის წევრებმა მოსახლეობას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის, გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. ასევე განიხილეს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ფორმირების პროცესი და მოქალაქეთა ინიციატივების ბიუჯეტში ასახვის შესაძლებლობა.