„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის განცხადებით, ბაღის აღმზრდელების ხელფასი პირველ ეტაპზე 20%-მდე გაიზრდება. ამის შესახებ გიორგი შენგელიამ მასწავლებლებთან და ბაღის აღმზრდელებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრას ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ. მინისტრმა პედაგოგებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზუგდიდში წელს შვიდი ბაღი შენდება, ხუთ სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება, ხოლო სოფელ დარჩელში ავარიული სკოლის ადგილზე ახალი სკოლა აშენდება.