„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ზუგდიდში პარტიულ აქტივს ხვდებიან.
შს მინისტრი გიორგი გახარია, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახი კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ამ წუთებში ხობის, ზუგდიდისა და ფოთის პარტიულ აქტივს ხვდებიან.
შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ ოფისთან რამდენიმე ადამიანი იყო მოსული. მათი თქმით, ისინი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. ამ ადამიანებმა დახმარება შს მინისტრს და პარტიის ლიდერებს სთხოვეს.