განახლებული პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები – ამ და სხვა თემებზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, რომელმაც ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, დისტანციური შეხვედრა გამართა. თეა ახვლედიანმა განმარტა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირს განსაკუთრებული როლი აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება.