თელავში კულტურის მინისტრისა და თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ტრადიციული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქართული თეატრის წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, რეგიონების თეატრებით ახალგაზრდა მსახიობების დაინტერესების მნიშვნელობაზე, ასევე, განიხილეს თეატრებში მიმდინარე და დაგეგმილი საპროექტო, სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები, აღჭურვილობისა და საკადრო საკითხები, იმსჯელეს თეატრებისთვის სატრანსპორტო საშუალებების გადაცემაზე. შეხვედრაზე განიხილეს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებული სასწავლო პროგრამებიც.