წარმატებულ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადაეცათ.
საუბარია იმ ახალგაზრდებზე, რომლბმაც ეროვნულ გამოცდებში მაღალი ქულები მიიღეს. გამარჯვებულები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, მარიამ გვალია და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ქეთი ილურიძე გახდნენ. ისინი სტიპენდიის სახით 300 ლარს ყოველთვიურად მიიღებენ.
დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გასულ წელს დაარსდა.