შეხვედრა სტუდენტებთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა. პროგრამას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის დაფინანსებით, 2014 წლიდან ახორციელებს.

სტიპენდიების პროგრამა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლებას ითვალისწინებს.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია  60 სტუდენტი, მათ შორის წელს კონკურსის წესით დაფინანსება მოიპოვა 18 აპლიკანტმა.