პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტური პოლიტიკური სკოლის, ილიასა და დავითის სტუდენტური კლუბების წევრები. საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და საპარლამენტო დიპლომატიას.