შეხვედრა სტუდენტებთან

სტუდენტური ორგანიზაციის, „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ ორგანიზებით, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. მათ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და გამგეობის წევრი, ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ირმა ზავრადაშვილი შეხვდნენ. საუბრის თემა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. მხარეებმა არსებულ სტატისტიკაზე და გამოწვევებზე ილაპარაკეს.