პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმზე მსჯელობენ.
ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან კობერიძე იურიდიული ფირმების ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ეკა ბესელიას განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე „სიფა“-ს წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართება და მათ ხედვებს მოისმენს. ბესელიას მოსაზრებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა კონკურსის შედეგად უნდა მოხდეს. მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ როგორც მოქმედმა მოსამართლეებმა, ასევე კანდიდატების წარდგენის უფლება იურიდიულ წრეებსაც უნდა ჰქონდეთ.