ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ეცნობა.
უწყებაში შესვლამდე მოკლული არასრულწლოვანის მამამ განაცხადა, რომ მას არ ქონდა ინფორმაცია, იყო თუ არა სიახლე საქმის მასალებში. სარალიძის თქმით, მთავარი კითხვები მას საქმის პროკურორებთან ქონდა და შეხვედრას პროკურატურაში ითხოვდა, თუმცა გუშინ შეატყობინეს, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, ეს შეხვედრა ვერ შედგებოდა.
სხვა დამატებითი დეტალების შესახებ სარალიძე ვერაფერს ამბობს და აცხადებს, რომ არა აქვს მოლოდინი, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.