შეხვედრა „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“კანონპროექტთან დაკავშირებით

„შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარტია „ლელომ“ ცხოველების უფლებადამცველებთან, აქტივისტებთან, კინოლოგიური და ვეტერინარიული დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცხოველების მიმართ ძალადობაზე, მათ უკონტროლო გამრავლებაზე, მოქალაქეებისა და ცხოველების უსაფრთხო თანაცხოვრების უზრუნველყოფაზე კანონის გამკაცრება აუცილებელია, თუმცა, როგორც „ლელოში“ აცხადებენ, კანონპროექტში არსებული რამდენიმე რეგულაცია და შეზღუდვა ფართო განხილვას საჭიროებს. ამასთან, როგორც პარტიაში აღნიშნავენ, შეხვედრის ამოცანა არის სპეციალისტების მოსმენა და მათი პოზიციების წარმოდგენა საპარლამენტო განხილვების დროს.