პანდემიის გამო დაზარალებული სარესტორნო ბიზნესი დახმარებას ითხოვს. სფეროს წარმომადგენლები 28 ნოემბრიდან დაწესებული მკაცრი შეზღუდვების პირობებში, გარკვეული შეღავათების საჭიროებაზე საუბრობენ. საკუთარი მოსაზრებები მათ დღეს ეკონომიკის მინისტრს გააცნეს. როგორც ირკვევა, ცალკეული პრობლემებია სარესტორნო სფეროსთვის მთავრობის მიერ შეთავაზებული დახმარების პროგრამით სარგებლობის კუთხითაც.
28 ნოემბრიდან, საქართველოს მასშტაბით, ყველა კაფე-ბარი და რესტორანი დახურულია, მოქმედებს მხოლოდ გატანის სერვისი.