შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან

როგორ ასრულებს საქართველო საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ევროკავშირის ელჩს შეხვდა.

ნათია თურნავამ და პაველ ჰერჩინსკიმ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილი ცვლილება განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილების მიზანი საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა. ითქვა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის განახლების აუცილებლობას.