შეხვედრა საქართველოს საელჩოში

ამერიკაში, საქართველოს საელჩოში რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის წევრებსა და სპეციალურ სტუმარს, აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერს, სენატორ მიჩ მაკკონელს უმასპინძლეს. ქართველმა დიპლომატმა მათ მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა იმ ერთგულებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა აგებული. სენატის უმცირესობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მტკიცე პოზიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.