საპენსიო ფონდის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მესამე სექტორი ინტერესდება, როგორ მუშაობს სისტემა და რა იგეგმება რეფორმის ფარგლებში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს საინვესტიციო დოკუმენტზე მუშაობა და განისაზღვრება რის მიხედვით მოხდება თანხების დაბანდება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო შეხვედრაზე მედიატორის როლს ასრულებდა. მათი განცხადებით, აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციებმა იცოდნენ, თუ როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა რეფორმები ევროინტეგრაციის მიმართულებით.