„სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
პრაქტიკოს ექიმებთან ჯანდაცვის ის მოდელი განიხილეს, რომელიც სტრატეგიაზე მომუშავე გუნდმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.
სამუშაო ჯგუფის წევრები მსგავსი სახის შეხვედრებს მომავალშიც გამართავენ. რეკომენდაციებს მოისმენენ ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროს წევრებისგან.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ 20 ძირითად მიმართულებაზე სთავაზობს საზოგადოებას ინიციატივებს.
პროექტზე 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.