შეხვედრა სალოტბარო სკოლაში

საქართველოს კულტურის მინისტრი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზესტაფონის სალოტბარო სკოლას ეწვია. თეა წულუკიანი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორთან ერთად სალოტბარო სკოლის საქმიანობას გაეცნო. დაგეგმილია საქართველოს ყველა სალოტბარო სკოლის მონახულება. კულტურის მინისტრი უკვე ესტუმრა მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონის, ხონისა და სამტრედიის სალოტბარო სკოლებს. კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ზესტაფონის სალოტბარო სკოლა 2015 წელს გაიხსნა. სკოლაში ირიცხება 23 მოსწავლე, რომელიც ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერას უსასყიდლოდ სწავლობს.