„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, იძულებით გადაადგილებულ და დევნილ ქალებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა ქალთა მიმართ „ქართული ოცნების“ შიდა პოლიტიკაზე, მათი როლის მნიშვნელობის გაზრდასა და ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ქალები, რომელთაც მცირე და საშუალო ბიზნესი აქვთ, ასევე ვეტერანებისა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა დედები და მრავალშვილიანი დედები.