საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი სახალხო დამცველის კანდიდატებს ხვდება. დისკუსიაზე ომბუდსმენობის 19-ვე მსურველია მიწვეული. შეხვედრას კანდიდატების ნაწილი ესწრება. მსჯელობა შეეხება მათ გეგმებსა და ხედვებს. კანდიდატები აცხადებენ, რომ ისინი დეპუტატებს გაუზიარებენ ინფორმაციას, როგორც საკუთარი გამოცდილების თვალსაზრისით, ასევე სამოქმედო ინიციატივებზე. ოპოზიციურმა პარტიებმა სახალხო დამცველობის კანდიდატები ხვალ ოფიციალურად უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც, მათი მოსმენა უკვე საკომიტეტო ფორმატში დაიწყება. სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, შესაბამისად, საჭიროა პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება.