შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წწ. სამოქმედო გეგმის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნული სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტში, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების შესრულების შესახებ ინფორმაციის შეჯერება და სამომავლო პროექტების განხილვა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა ვერენა ტეილორმა.