საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონში რუსეთის აგრესიის ფონზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი ვითარება განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. განხილული იყო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებაც. ილია დარჩიაშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და თქვა, რომ საქართველო უკრაინის როგორც პოლიტიკურ, ასევე, ჰუმანიტარულ მხარდაჭერას აგრძელებს.