მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე არასამთავრობო ორგანიზაციები დიპლომატებსა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს ხვდებიან.
აუდიენცია უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. ეკა გიგაურის თქმით, მთავარი თემა სარალიძის საქმე იქნება, კერძოდ კი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ირგვლივ არსებული კითხვები და სისტემური პრობლემა, რომელიც ამ ფაქტმა გამოავლინა.