სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ლელა აქიაშვილმა, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს. სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრისას განხილული იყო პანდემიისას ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და ადამიანის უფლებების ახალი ეროვნული სტრატეგია.
მსჯელობა დაეთმო პანდემიისას ადამიანის უფლებების დასაცავად გატარებულ ღონისძიებებს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ პრიორიტეტებზე, რაც მათი აზრით, ადამიანის უფლებების ახალ სტრატეგიაში უნდა აისახოს.
შეხვედრას ზუგდიდის გუბერნატორის მოადგილე, აფხაზეთის მთავრობისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაესწრნენ.