შეხვედრები რეგიონებში

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწო.

დღეს სამეურვეო საბჭოს წევრები გიორგი იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა და ნინია კაკაბაძე ქუთაისში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ იმერეთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობა სტუდენტებმა, მოსწავლეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია-სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს, კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი შეხვედრების მიზანია, სამეურვეო საბჭო ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად უყურებს და ენდობა მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებს, რომელი გადაცემები მოსწონთ ან არ მოსწონთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და როგორი სახის გადაცემების ნახვას ისურვებდნენ.

შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.