მმართველ გუნდში ოთხსაათიანი შეხვედრა დასრულებულია.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე პარლამენტში განვითარებული პროცესები იყო. შეხვედრას მხოლოდ ის დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესაჩერებლად ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ სადავო კანონ-პროექტს გუშინდელ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს. და ეს მაშინ, როდესაც ერთი დღით ადრე პოლიტსაბჭოს გაცხადებული ჰქონდა, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამობის და მოსამართლეთა რაოდენობის შემცირების რისკის გამო, პროექტს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნებოდა.
თეონა მანაგაძემ მოისმინა შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.